აქცია ჭიათურაში 

პროტესტის 49-ე დღე.

ჭიათურაში ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, კვლავ მაღაროელების აქცია მიმდინარეობს. მაღაროელები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიმართ გამოძიების ჩატარებას, კუთვნილი ხელფასების დარიგებას და პრობლემის მოგვარებაში ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ჩართულობას ითხოვენ. მაღაროელები სამმხრივი კომისიის გუშინდელი სხდომის მიმართ უნდობლობას აცხადებენ და პროფკავშირებს მაღაროელების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. მაღაროელები აღდგომის დღესასწაულის შემდეგ პროტესტის გამწვავებას აანონსებენ. შეგახსენებთ, გუშინ ჭიათურაში სამმხრივი კომისიის შეხვედრა გაიმართა, კომისიის წევრების ინფორმაციით, კომპანია მზად არის სააღდგომოდ მაღაროელებს ერთი თვის ხელფასის 60% დაურიცხოს და მიწისქვეშა წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები განაახლოს. მაღაროელების აქციას სოლიდარობის ნიშნად ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის მცხოვრებლებიც შეუერთდნენ.