ჭიათურაში მაღაროელების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ დადებული პირობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. მაღაროელების თქმით, საწარმოს გაჩერების შემდეგ, ხელფასის 60 % 3 თვის მანძილზე ერიცხებოდათ, თებერვლის თვის ანაზღაურება კი არ მიუღიათ. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ჩაერთოს მოლაპარაკებებში, ასევე ითხოვენ წიაღისეულის მოპოვების პროცესი სახელმწიფომ გადაიბაროს. მაღაროელების ნაწილს მედიასთან საუბარი არ სურს. რაც შეეხება “ჯორჯიან მანგანეზს”, კომპანია ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოზიციას კვირის ბოლომდე დააფიქსირებს.