აქცია ჩარგლის ქუჩაზე

18:16, 16.02.2020

აქცია გაიმართა ჩარგლის ქუჩის 79 ნომერში. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მიმდებარედ შპს „რეგიალი“ ცხრასართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს, რაც მწვანე საფარს  გაანადგურებს, მათი თქმით, უნდა მოიჭრას 32 ათასი კუბური მეტრი დახრილი ფერდობი, რაც მეწყრულ პროცესებს, მთის ჩამოშლას გამოიწვევს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩარგლის ქუჩის მცხოვრებლები მერიაში შესატან განაცხადს ამზადებენ, რომლითაც  მოითხოვენ, რომ  მესაკუთრის ფართის ადგილმონაცვლეობა მოხდეს.

მსგავსი