აქცია ცესკო-სთან

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგნელებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქტივისტების განცხადებით, აქციები პერმანენტულად გაგრძელდება. მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ განთავსებულ რკინის ჯებირზე საღებავით წარწერები გააკეთეს. მათივე თქმით, თითოეული ხმის დასაცავად იბრძოლებენ.  ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პოლიცია იყო მობილიზებული.