„იზოლირებულ საქართველოს სტუმრები არ ჰყავს, ტურიზმის განგაში“ – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით მოაწყვეს დღეს მარში ბათუმში ტურისტულ სექტორში დასაქმებულებმა. მსვლელობა ბულვარის კოლონადებიდან აჭარის მთავრობის სახლამდე გაიმართა, სადაც 24-ე დღეა, საპროტესტო აქცია უცვლელი მოთხოვნით მიმდინარეობს, დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ დაკავებული პირები.