ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილი გუშინ დაკავებული პროფესორისა და ოთხი სტუდენტის გათავისუფლებას ითხოვს. სოლიდარობის აქცია სასწავლებლის ფოიეში გაიმართა. მხარდამჭერი აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მამუკა ჯორბენაძე, დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე, ანრი კაკაბაძე და გურამ მიქელაძე უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.