აქცია ბათუმში

ხმაური იყო ბათუმის იუსტიციის სახლთან. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უწყებაში შევიდნენ, საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდეს და დასაქმებულებს აქციების დროს დაშავებულთა ვიდეოებს აჩვენებდნენ. თავდაპირველად ხმაური გამოიწვია დაცვის თანამშრომელთა მოთხოვნამ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს შენობა დაეტოვებინათ, შემდეგ კი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. საბოლოოდ პოლიციამ ოპოზიციის წარმომადგენლები შენობიდან გამოიყვანა.