აქცია ბათუმში

„სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებისთვის“, „დაუცველი დამცველები“ „ზრუნვა ცარიელი ხელებით,“- ამ შინაარსის ტრანსპარანტებით საყოველთაო გაფიცვას ბათუმელი სოციალური მუშაკებიც შეუერთდნენ. აქცია ვარდების სკვერში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გეგმავენ კარვის გაშლასაც. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და თანამშრომლების დამატებას ითხოვენ.

აჭარის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ ქარცივაძე ირწმუნება, რომ გაფიცულებს სხვა თანამშრომლები ჩაანაცვლებენ.