აქცია ბათუმში

ერთი მამაკაცი დააკავეს სამართალდამცველებმა ბათუმის ავტოსადგურში მომხდარი დაპირისპირების გამო.

გარემოვაჭრეები, რომლებიც ორი დღის წინ წერეთლის ქუჩიდან ბათუმის მერიამ ავტოსადგურში გადაიყვანა, მერიას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ დღეს ავტოსადგურის ადმინისტრაციამ ვაჭრობის გასაგრძელებლად მათ თანხა მოსთხოვა. ასევე მათი თქმით, გაირკვა, რომ ჯიხურებიც საკუთარი სახსრებით უნდა გააკეთონ. პროტესტის დროს ავტოსადგურში ფიზიკური დაპირისპირება გარემოვაჭრეებს შორის მოხდა. მამაკაცი, რომელმაც დაპირისპირების დროს რამდენიმე მაგიდა დააზიანა, ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს.