აქცია ბათუმში

პროტესტი აჭარის მთავრობის სახლთან. ადგილზე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული ბათუმელი აქტივისტების ოჯახის წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ შვიდი პირის, მათ შორის ძმები წულუკიძეებისა და ძმები ჭელიძეების დაკავება გააპროტესტეს. გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის მუხლებით მიმდინარეობს.