აქცია ბათუმში

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო დილიდან აჭარის მთავრობის სახლთან. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენიმე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეების თქმით, პერფორმანსის მოწყობის შესაძლებლობა მათ პოლიციამ არ მისცა. სიტუაცია ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა, ადგილზე კვლავ რჩებიან აქციის მონაწილეები.

აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციას თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს ზღვარგადასული უწოდა.