აქცია ბათუმში

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქცია განახლდა. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება მიღწეული მთავარი მოთხოვნები – საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნები, ასევე ცესკო-სა და უსკო-ს ადმინისტრაციის შეცვლა. აქციის ორგანიზატორები მონაწილეებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ და პირბადეებს უნაწილებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის სახლთან აქციებს 8 ნოემბრიდან მართავენ, ადგილზე გაშლილია კარვები, სადაც მთელი ღამის განმავლობაში აქციის რამდენიმე წარმომადგენელი რჩება.

დატოვე კომენტარი