აქცია ბათუმში

ოპოზიციის საპროტესტო აქცია განახლდა აჭარის მთავრობის სახლთან. გაიმართა საინფორმაციო მიტინგი. აქციის მონაწილეთა განცხადებით, პროტესტი 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება, ვიდრე საბოლოო მიზანს არ მიაღწევენ, რაც ხელახალი არჩევნებია. აქციაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენლები.

მიტინგზე პრორექტორზე გაუშვეს სასამართლო პროცესი, რომელიც ორგანიზაციის ხუთი წევრის საქმეს ეხება და შეკრებილებმა ბრალდებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

დატოვე კომენტარი