აქცია ბათუმში

ბათუმში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით აქცია განახლდა.

მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებიც სამორინეებში, რესტორნებში, ასევე თურქეთში დროებით იყვნენ დასაქმებულები, კვლავ მოითხოვენ საბანკო ვალდებულებების გადავადებას, პროცენტის შემცირებას, კომპენსაციების გაზრდას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას. შვიდი ადამიანი ამ მოთხოვნებით აჭარის მთავრობის შენობასთან შიმშილობს. აქციის მონაწილეებს დღეს დილით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შეხვდა და მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა შესთავაზა. როგორც მან განაცხადა მთავრობა მზად არის აქციის მონაწილეთა ჯგუფებს ინდივიდუალურად შეხვდეს, განიხილოს და არსებული რესურსის ფარგლებში შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები. თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა შეხვედრაზე უარი განაცხადეს, თუმცა მოგვიანებით მოლაპარაკებას დათანხმდნენ.

დატოვე კომენტარი