აქცია ბათუმში

აჭარის მთავრობის შენობასთან ძმები ანანიძეები იმყოფებიან, რომლებიც ქალაქის ცენტრალური ბაზრობის საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლების დროს 2009 წელს მათ საკუთრება მუქარით წაართვეს. ანანიძეები მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ და აქციებს კონკრეტული პასუხის მიღებამდე გააგრძელებენ.