აქცია ბათუმში

აჭარის პროკურატურასთან ე. წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებისა და ახლობლების საპროტესტო აქცია განახლდა.

მოშიმშილე 15 პირიდან, რომლებიც მესამე დღეა აჭარის პროკურატურის შენობის წინ კარვებში იმყოფებიან, ოთხმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. აქციის მონაწილეები მინდია ლავასოღლის თურქეთიდან საქართველოში ან მესამე ქვეყანაში ექსტრადიციას ითხოვენ.