აქცია ბათუმში

მეორე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ აჭარის პროკურატურასთან ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები.

აქციის 15-მდე მონაწილემ შენობის წინ კარვები გაშალა და მეორე დღეა შიმშილობენ. აქციის მონაწილეები მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციას, ან მესამე ქვეყანაში გადაყვანას ითხოვენ და კონკრეტულ პასუხს იუსტიციის მინისტრისგან ელოდებიან. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. პროტესტის მონაწილეები აქციის გამართვას ხვალ სარფის საბაჟოსთან გეგმავენ.