აქცია ბათუმში

ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

ე. წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა თურქეთის ციხიდან მისი საემიგრაციო სამსახურში გადაყვანა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ელოდებიან თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას საჩივარზე, რომლითაც დაკავებულის ციხეში დაბრუნება გასაჩივრდა.