აქცია აზერბაიჯანის საელჩოსთან

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია გაიმართა აზერბაიჯანის საელჩოსთან.

აქციის მონაწილეები დავით გარეჯში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები, რომ საზღვრების უხეში ხელყოფა არ მოხდეს. მათ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სახელზე საელჩოში წერილიც შეიტანეს.

დატოვე კომენტარი