აქცია ავტომაგისტრალზე - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
თბილისის შესასვლელთან ავტომაგისტრალზე გამართულ საპროტესტო აქციას პოლიტიკოსები აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ როდესაც ხალხის რაოდენობა დიდია, ნებისმიერი გასასვლელის გადაკეტვა შესაძლებელია. ოპოზიციის თქმით, სამართალდამცველებმა დაანაწევრეს აქციის მონაწილეები, ალყაში მოაქციეს და დააპატიმრეს ისინი. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ასეთი ქმედებები უკუეფექტის მატარებელია და პროტესტი არ შეჩერდება და აქციის მონაწილეთა რიცხვი გაიზრდება.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ პროცესი გადავიდა ისეთ ეტაპზე, რომელიც დააზიანებს საქართველოს იმიჯს, როგორც სატრანზიტო, ასევე ტურიზმის მიმართულებით და მთავარი მიზანია სიტუაციის დაძაბვა.