აქცია ატმის რეალიზაციის პრობლემის გამო

კახეთში ფერმერების ნაწილს ატმის რეალიზაციის პრობლემა აქვს. მათი თქმით, პროდუქტის დაბალი ფასის მიუხედავად, რეალიზაციას ვერ ახდენენ. ფერმერები ამბობენ, რომ ატმის საბითუმო ფასი 70 თეთრია, თუმცა რუსეთის მხრიდან დაწესებული გარკვეული სახის შეზღუდვები ექსპორტზე პროდუქციის გატანას აფერხებს, რის გამოც, ჩასაბარებელი პუნქტები მოსახლეობისგან მოსავალს არ იღებენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გურჯაანის სურსათის ეროვნული სააგენტოში განაცხადეს, რომ ჩაბარების პროცესს ადგილზე მონიტორინგს უწევენ და სამაცივრე მეურნეობების შეუფერხებლად მუშაობს.

მოამბე