აქცია ამერიკის საელჩოსთან

ამერიკის საელჩოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ექიმებმა აქცია გამართეს. მათ საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის სახელზე ორი წერილი შეიტანეს. ექიმების თქმით, ელჩთან შეხვედრასა და მიხეილ სააკაშვილის უცხოურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. მათი განმარტებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებულია, საჭოროა მისი ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.