აქცია ახალქალაქში

რუსეთთან და სომხეთთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს ახალქალაქის მცხოვრებლებმა. ჯავახეთის სხვადასხვა სოფლებიდან შეკრებილებმა საქართველოს ხელისუფლებას დახმარება სთხოვეს. დაახლოებით 100-მდე ხელმომწერმა, პრემიერ-მინისტრს ოფიციალური წერილი გაუგზავნა. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ოჯახებს რუსეთში მუშაობით არჩენენ. პანდემიის გამო კი, მეორე წელია შემოსავლის გარეშე არიან. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ადგილობრივები აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

მოამბე

დატოვე კომენტარი