აქცია აეროპორტში

კომპანია „ტავ ჯორჯიასთან“ გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულების გასაჯაროვებასა და შეცვლას მოითხოვს ავაიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

თამაზ გაიშვილმა თანამშრომლების ნაწილთან ერთად თბილისის საერთაშორისო არეოპორტთან საპროტესტო აქცია გამართა და „ტავ ჯორჯია“ ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა, რის გამოც ის კომპანიისთვის მომსახურებაზე არსებული ტარიფის გადახდას არ გეგმავს. „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ „აირზენას ფრენებს“ არ შეუზღუდავენ და დავალიანებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავენ.

საკითხს დღეს პრემიერ მინისტრიც გამოეხმაურა.