აქცია „აჩუქე წიგნი“

 

ვიდრე საქართველო საპატიო საერთაშორისო სტატუსს და წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ტიტულს გადაიბარებს, მანამდე წიგნის საერთაშორისო დღეს საინტერესო აქტივობებით და ახალი წამოწყებებით აღნიშნავს.

სულ უფრო მასშტაბური და პოპულარული ხდება კამპანია, რომელსაც ორი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. „აჩუქე წიგნი“ – ამ ინიციატივის და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უკვე კარგად დამკვიდრებული ტრადიციის გარშემო საქართველოში უკვე არაერთი წიგნის მაღაზია, ორგანიზაცია და კერძო კომპანია გაერთიანდა.

მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეს საფუძველი ჯერ კიდევ 1923 წელს ჩაეყარა. 23 აპრილს, მამაკაცები ქალებს ვარდებს ჩუქნიდნენ, ქალები კი წიგნებს, მხოლოდ მათ რჩეულ მამაკაცებს. წიგნის მსოფლიო დღე ოფიციალურად 1995 წლიდან აღინიშნება. იუნესკოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს წიგნის მსოფლიო დედაქალაქი თბილისია.

დატოვე კომენტარი