აქცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან

საპროტესტო აქცია უკვე მეორედ, ძმებმა ანანიძეებმა გამართეს, რომლებიც საკუთრებაში ქალაქის ცენტრალური ე.წ. ხოფის ბაზრობის დაბრუნებას ითხოვენ. ძმები ანანიძეების თქმით, წინა ხელისუფლების დროს, 2009 წელს მათ მიერ დაარსებული ბაზრობა მუქარითა და დაშინებით წაართვეს. ანანიძეები მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები უმაღლესი საბჭოდან მოგვიანებით აჭარის მთავრობასთან გადავიდნენ.