აქცია აჭარის ტელევიზიასთან

არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრებმა აჭარის ტელევიზიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათ პირზე შავი ლენტები აიკრეს, რადგან მათი განცხადებით, აჭარის ტელევიზიაში ცენზურის დამკვიდრებას ცდილობენ. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ჟურნალისტებს, რომელთა სამსახურეობრივი პოზიციები ბოლო სტრუქტურული ცვლილებების დროს გაუქმდა. დღეს, ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მათ ახალი პოზიციები უნდა შესთავაზოს.