აქცია აჭარაში

აქციას მართავენ აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები. ოპოზიციის წევრების მთავარი მოთხოვნაა, რომ ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის წევრები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში „თავისუფლების კვარტალს” გახსნიან, რომლის მიზანია, მოსახლეობის დახმარება და საპროტესტო აქციების ორგანიზება. გიორგი კირთაძის ინფორმაციით, „თავისუფლების კვარტალი” მოეწყობა როგორც კარვებში, ასევე შენობებში.

დატოვე კომენტარი