„აქ დაიბადა სულიკო“ – აკაკი წერეთლის საიუბილეო ღონისძიებები საჩხერეში 

21:50, 09.07.2025

უნიკალური ექსპონატები, მოგონებები და თითქმის ორსაუკუნოვანი ისტორიული სახლი – აკაკი წერეთლის 185 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო.

„მოამბე“ საჩხერეში მწერლის და საზოგადო მოღვაწის სახლ-მუზეუმს ესტუმრა, სადაც აკაკის პირადი ნივთები და საოჯახო ნივთები ხელუხლებლად არის დაცული. საიუბილეო წელს ისტორიული სახლი სხვადასხვა ღონისძიებას მასპინძლობს. „აქ დაიბადა სულიკო“ – გრძელდება მწერლის სახელობის მუსიკალური ფესტივალიც, რომელსაც აკაკი წერეთლის მშობლიურ მხარეში უკვე მეორედ ტარდება.

მსგავსი