თბილისის საქალაქო სასამართლომ აქციაზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელია კვლავ პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ პროცესზე მხარეებმა აღკვეთის ღონისძიება გადასინჯეს. დაცვის მხარე გირაოს გამოყენებას ითხოვდა, ხოლო ბრალდება კვლავ პატიმრობას. ასევე დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა, რის შემდეგაც მოსამართლემ საქმე არსებით განხილვას გადასცა.