ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტუდია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხალხური სიმღერის შემსწავლელი სტუდია შეიქმნება. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელებმა მოაწერეს. ღონისძიებაზე შესრულდა მუსიკალური ნომრებიც. მემორანდუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ქართულ ფოლკლორთან დაკავშირებული ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების შემუშავება, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს პროფესიონალთა მასტერკლასებს.