თბილისში ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ლოტბარისა და ფოლკლორისტის – ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა.
მემორიალური დაფა სახლთან, მისმა მეუღლემ, ლალი სეთურიძემ და ფონდ „ქართული გალობის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა გოთუამ გახსნეს. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე, კულტურის მინისტრი, თბილისის ვიცე-მერი, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი დაესწრნენ. მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიაში, ანზორ ერქომაიშვილის მიერ დაარსებული ანსამბლები – „რუსთავი“ და „მართვე” მონაწილეობდნენ.