ანზორ ერქომაიშვილის იუბილე

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქართველ მომღერალს, ლოტბარსა და კომპოზიტორს, ანზორ ერქომაიშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს. „გულწრფელი პატივისცემითა და დიდი სიყვარულით ვულოცავ იუბილეს გამორჩეულ კაცს, ბატონ ანზორ ერქომაიშვილს, რომელსაც განგებამ ადამიანისთვის ყველაზე სანუკვარი მისია – ერის სამსახურში დგომა განუსაზღვრა.“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მილოცვის ტექსტში.