ანზორ ერქომაიშვილის, გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა

ქართველი მუსიკოსის და ფოლკლორისტის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში, მის საფლავზე პანაშვიდი გადაიხადეს. ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს. ისაუბრეს მის ღვაწლსა და შემოქმედებაზე.

ანზორ ერქომაიშვილი 2021 წლის 31 ოქტომბერს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.