ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილე

21:51, 08.08.2025

10 აგვისტოს ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღეა.

ცნობილი ლოტბარი 85 წლის გახდებოდა. საიუბილეო თარიღის აღნიშვნას ანსამბლი „რუსთავი“ გამორჩეული ქართველი მომღერლის მშობლიურ მხარეში გეგმავს. ორ დღეში კონცერტი ოზურგეთში გაიმართება, სადაც მსმენელს ანსამბლის ისტორიას დაარსებიდან დღემდე, კიდევ ერთხელ გაახსენებენ და კლასიკურ პროგრამას წარმოადგენენ. ანზორ ერქომაიშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, სხვადასხვა პრემიების ლაურეატს განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი, მივიწყებული ქართული სიმღერების მოძიებაში, აღდგენასა და პოპულარიზაციაში.

მსგავსი