ანწუხელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება

აგვისტოს ომიდან 11 წლისთავზე, სოფელ ქვემო ალვანში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერში, მისი თანასოფლელები, ოჯახის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აღევლინა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი, რის შემდეგაც კახეთის გუბერნატორმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მემორიალი გვირგვინით შეამკო.

გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმაც.

გიორგი ანწუხელიძე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი იყო. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ მოკლეს ოსმა სეპარატისტებმა. გარდაცვალების შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება

მიენიჭა.