ანუკ ემე - 89

ზუსტად 89 წლის წინ, 27 აპრილს ანუკ ემე დაიბადა. ფრანგი მსახიობი, რომლის ნამდვილი სახელიც ჟღერს როგორც – ნიკოლ ფრანსუაზა ფლორენს დრეიფუსი, ბალერინობას აპირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც 14 წლის ასაკში მისი დებიუტი კინემატოგრაფში შედგა, ემემ კინომსახიობობა გადაწყვიტა. საფრანგეთში უკვე ცნობილმა ახალგაზრდა მსახიობმა, საერთაშორისო აღიარება მას შემდეგ მოიპოვა, რაც ფედერიკო ფელინის შედევრებში გამოჩნდა, თუმცა მისი შემოქმედების მთავარ ფილმად მაინც კლოდ ლელუშის „ქალი და მამაკაცი“ მიიჩნევა, რომელმაც ემე სტილის ხატად და საკულტო ფიგურად აქცია. ანუკ ემეს გამორჩეული ფილმებისა და შთამბეჭდავი კარიერის შესახებ ვრცლად გვანცა გიორგაძე გიამბობთ.

ახალი დღე