რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინი, რომელიც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებითაა დაკავებული, მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა. სხდომაზე აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვასა და მტკიცებულების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ადვოკატი მის დაკავებას მიმდინარე აქციებს უკავშირებს, რადგან ის თბილისში დემონსტრაციებში მონაწილეობდა.
მაკა ლაშხია სასამართლო პროცესის დეტალებით.