დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული დემონსტრანტი, რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინი საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. ბრალდების მხარე სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების კვლავ ძალაში დატოვებას, დაცვის მხარე კი – ნაკლებად მკაცრი ღონისძიებით შეცვლას ითხოვდა. ასევე დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა საქმეში არსებული ნივთმტკიცებულებები გამოიკვლიეს. პროცესზე სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, 3 დეკემბერს ანტონ ჩეჩინი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალით დააკავეს.