ანტიტერორისტული კანონპროექტი  

ორკვირიანი დებატების შემდეგ საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ისლამური რადიკალიზმის საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა.

დოკუმენტის მიზანი საფრანგეთის რადიკალური ისლამიზმისგან დაცვა და ფრანგული ღირებულებების ხელშეწყობაა. 347 მხარდამჭერი, 151 წინააღმდეგი – ასეთია კენჭისყრის შედეგები. პარლამენტის ქვედა პალატაში დამტკიცების შემდეგ ახალ ინიციატივაზე სენატში უნდა იმსჯელონ.

რადიკალიზმის საწინააღმდეგო კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ინიციატივა მუსლიმების დისკრიმინაციას ახდენს.