ანტისაოკუპაციო მოძრაობის გეგმები

ანტისაოკუპაციო მოძრაობის, – „ძალა ერთობაშია,“ – წარმომადგენელი, ლაშა ბერულავა აცხადებს, რომ ღამეს ხურვალეთთან გაათენებენ და დილას ჟურნალისტებთან ერთად შევლენ სოფლის ტერიტორიაზე.

„მოამბესთან“ სატელეფონო საუბარში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ ხვალ დილით აქტივისტები ისევ შეეცდებიან ხურვალეთში იმ ადგილზე შესვლას, სადაც მათი ინფორმაციით დღეს, რუსი ე. წ. მესაზღვრეები გამოჩნდნენ.