ანტისამთავრობო აქციები ირანში  

საგარეო პრობლემების ფონზე, ირანში შიდა პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება.

ძალის გამოყენების და არაერთი შეზღუდვის მიუხედავად, ქვეყანაში მასობრივი დემონსტრაციები არ წყდება. ხელისუფლება დემონსტრანტებს ვეღარ აჩერებს და პროტესტი სულ უფრო მწვავდება. ქუჩაში ირანის ლიდერების გადადგომის და რეჟიმის შეცვლის მოთხოვნით გასულ მოქალაქეებს შორის ახალგაზრდები ჭარბობენ. ჩაკეტილია მედია-სივრცე და შეზღუდულია წვდომა ინტერნეტთან. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ ხელისუფლება ძალის გამოყენებას არ ერიდება.

ანტისამთავრობო აქციებს აშშ-ის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს, რის გამოც თეირანმა რამდენიმედღიანი თავშეკავების შემდეგ ვაშინგტონის მისამართით რიტორიკა ისევ გაამწვავა.

ვითარება ირანში მას შემდეგ დაიძაბა, რაც თეირანმა აღიარა, რომ უკრაინული ავია-ხაზების თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო.

დატოვე კომენტარი