ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ბერძენი მართლმადიდებელი პატრიარქი იოანე X სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს მისალოც წერილს უგზავნის. „ვთხოვთ ქრისტე ღმერთს, მოწყალე უფალს და ყოველგვარი ნუგეშის წყაროს, რომ თქვენ გვერდით დადგეს თქვენ მიერ მისი კურთხეული სამწყსოს გაძღოლის დროს და ღვთაებრივი ხსნის წყაროებისკენ წარმართვისას. ასევე ვლოცულობთ ღვთაებრივი წყალობისთვის ჩვენი გარდაცვლილი ძმის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულისთვის” – აღნიშნულია მისალოც წერილში.