ნარკოპოლიტიკა მკაცრდება.
მმართველი გუნდი ახალ რეფორმას ამზადებს. განცხადება ცოტა ხნის წინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მანამდე ქვეყანაში ლიბერალური ნარკოპოლიტიკა მოქმედებდა, რასაც ქვეყნის გარედან თავსმოხვეული მიდგომების და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ნაწილად აცხადებს. ცვლილებები შევა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ასევე სხვა კანონებშიც. დაგეგმილია ყველა სახის ნარკოტიკის გაყიდვაზე სასჯელის გამკაცრება, განისაზღვრება ნარკომოვაჭრის ცნებაც. დაგეგმილია ზომების გამკაცრება ნარკოტიკების მოხმარების ფაქტებზეც.