ანტინარკოტიკული რეფორმა 

12:12, 02.04.2025

ანტინარკოტიკული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის პლენალურ სესიაზე დღეს მეორე მოსმენით განიხილება. რეფორმის თანახმად, დამატებითი შეზღუდვები დაუწესდებათ მომხმარებლებსაც. თუ აქამდე ღია სივრცეში მარიხუანას მოხმარება მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით განისაზღვრებოდა, ახლა სამი წლით მართვის მოწმობის ჩამორთმევას და ხუთი წლით საჯარო ან საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის აკრძალვას ითვალისწინებს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზეზი „ლიბერალური ნარკოპოლიტიკის“ შედეგად წარმოშობილი პრობლემების აღმოფხვრაა. ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საკითხი სენსიტიურია და კანონის გამკაცრება ნარკოდანაშაულის პრევენციას ვერ მოახდენს. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.

მსგავსი