ანტინარკოტიკული კამპანია

საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“ გრძელდება. პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით განახლდა. მიმდინარე წელს კამპანიას საქართველოს სპორტის სამინისტრო შეუერთდა, რომელიც სხვადასხვა სპორტული აქტივობით იქნება წარმოდგენილი. კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრები და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები, საინფორმაციო შეხვედრებს VI-IX კლასის მოსწავლეებთან, საქართველოს ექვს რეგიონში გამართავენ. შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს ყველა რეგიონში. მიმდინარე წელს ანტინარკოტიკული კამპანია ჯამში, 100 საჯარო სკოლას მოიცავს. კამპანიის მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია, ცნობიერების ამაღლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.