ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის განხილვა

ანტიკრიზისული ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიის განხილვა გრძელდება პარლამენტში. ამ წუთებში მსჯელობა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე მიმდინარეობს. ოპოზიცია კრიტიკულია და ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს. განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია, სადაც ამბობენ, რომ ფინანსური დოკუმენტში მაკროეკონომიკური პარამეტრები გათვალისწინებულია და ასახულია ყველა დაანონსებული სოციალური პროგრამა.