ანტიკორუფციულმა ბიურომ მამუკა ხაზარაძე დააჯარიმა

15:24, 06.11.2025

ანტიკორუფციულმა ბიურომ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე დააჯარიმა. ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, საქმე ეხება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგებს, რომლის ფარგლებშიც შემოწმდა დეკლარირებული მონაცემების სისრულე და სისწორე. ანტიკორუფციულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მამუკა ხაზარაძის დეკლარაციაში არ არის ასახული სრულყოფილი მონაცემები, მათ შორის მის მეუღლესა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს შორის გაფორმებული, უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება. ჯარიმის ოდენობა არ სახელდება. ქონებრივი დეკლარაცია ხაზარაძეს ამ წლის 27 იანვარს აქვს შევსებული.

მსგავსი