ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი – რაჟდენ კუპრაშვილი საჯარო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. სამუშაო შეხვედრის მიზანი,
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების პრეზენტაციაა. კანონი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, ძლიერდება მამხილებლის უფლებები. კერძოდ, ნებისმიერ პირს ექნება უფლება საჯარო დაწესებულებაში ამხილოს კორუფცია. კანონი მის ანონიმურობას უზრუნველყოფს და ასევე, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურდა, მამხილებლს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. ცვლილებების კიდევ ერთი მიმართულება არის – საჯარო სექტორში ერთდროულად რამდენიმე თანამდებობის დაკავება, თუმცა, იარსებებს გამონაკლისი სფეროები. ასევე, მრჩევლის პოზიცია აღარ იქნება ანაზღაურებადი. ცვლილებები სექტემბრიდან შევა ძალაში. სამუშაო შეხვედრა ხვალ უკვე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან გაიმართება.