ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის შეხვედრა დიპორპუსთან

15:20, 20.05.2025

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. დახურულ კარს მიღმა მხარეებმა ამერიკული ფარას ანალოგი, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და კანონის აღსრულების მექანიზმები განიხილეს. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის განმარტებით, ამერიკული ფარას ანალოგი მხოლოდ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და საქართველოში არავის საქმიანობას არ ზღუდავს.

მსგავსი